ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ელი კოენმა გასცა ბრძანება, ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის ანკლავის გამწმენდი ქარხნების ფუნქციონირებას და მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
“ჰამასმა” ისრაელი „იაფი და მიუღებელ შანტაჟში“ დაადანაშაულა, ელექტროენერგიის და სხვა აუცილებელი მომარაგების შეწყვეტის გამო, რადგან ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები გაგრძელდება დოჰაში.
ისრაელი მძევლების დაბრუნებას ითხოვს, ტერორისტული ორგანიზაცია კი ნეთანიაჰუს მთავრობას ჰუმანიტარული ტვირთის აკრძალვის და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო აკრიტიკებს.
როგორც მედია იუწყება, “ჰამასმა” ისრაელს შესთავაზა ტყვეების გაცვლა, ისევე როგორც ხუთიდან ათ წლამდე ზავი, რომლის დროსაც პალესტინური დაჯგუფება დადებს ყველა იარაღს და არ ჩაერთვება პოლიტიკაში.