რუსთავში ,,ყვავილების ფესტივალი” და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა

რუსთავის მერიის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის ცენტრალურ პარკში,   „ყვავილების ფესტივალი”  და ქართული სიმღერის საღამო გაიმართა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,ყვავილების ფესტივალის” ფარგლებში ცენტრალურ პარკში, ტბის პირზე ყვავილების გამოფენა  მოეწყო, ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა  მოყვარული ფლორისტებისთვის მცენარეების გადარგვის მასტერკლასი ჩაატარეს,  გაზაფხულის თემატიკაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მთელი დღის განმავლობაში პარკში პატარებისთვის საბავშვო გასართობი ღონისძიებები იმართებოდა.
რუსთავის მერიის კულტურული პროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია ფოცხვერაშვილმა განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში იყო უამრავი სახალისო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.

,,რუსთავის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში გაიმართა ,,ყვავილების ფესტივალი”. მთელი დღის განმავლობაში იყო უამრავი სახალისო, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კი საღამოს გაიმართა კონცერტი და ჩვენმა საყვარელმა მომღერლებმა ძალიან ლამაზი მუსიკალური საღამო აჩუქეს რუსთაველებს “, – განაცხადა ხატია ფოცხვერაშვილმა.

ანსამბლ ,,ფორტეს”, ,,ქართული ხმების”, ,,შვიდკაცას”, ,,ალილოს”, თეატრალური კვარტეტის” მონაწილეობით, რუსთავში  კონცერტი პარკის ამფითეატრის სცენაზე  პროექტ ,,ქართული სიმღერა საქართველოს”  ფარგლებში გაიმართა. პროექტი, ,,ქართული სიმღერა საქართველოს”, ქვეყნის მასშტაბით კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები