“კარგია, რომ მამუკა ხაზარაძემ გადაიხადა 650 ათასი დოლარი, რომელიც სასამართლომ დააკისრა; აღნიშნული თანხის გადახდა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის სიმართლეს” – ბოჟაძე

“კარგია, რომ მან გადაიხადა 650 ათასი დოლარი, რომელიც სასამართლომ დააკისრა. აღნიშნული თანხის გადახდა კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის სიმართლეს ადასტურებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტის თემასთან დაკავშირებით პარიზის საარბიტრაჟოს სასამართლოს დაკისრებული ჯარიმის გადახდას გამოეხმაურა.

„მამუკა ხაზარაძემ ფაქტობრივად რვა წელი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას. ყველას კარგად გვახსოვს სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ხაზარაძე დამარცხდა საქართველოსთან მიმართებით და კარგია, რომ მან გადაიხადა 650 ათასი დოლარი, რომელიც სასამართლომ დააკისრა. აღნიშნული თანხის გადახდა კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის სიმართლეს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები