გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
თქვენ რომ „ევროპულ” მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის გავლით სირიაში მიემართება, სადაც ამჟამად „დემოკრატი ტერორისტები” რელიგიური ნიშნით ალავიტებს და ქრისტიანებს უმოწყალოდ ხოცავენ! ოლე-ოლა!“, – წერს ის.