გერმანიის აეროპორტებში 24 – საათიანი გაფიცვაა

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში მიწისზედა მომსახურებისა და ავიაციის უსაფრთხოების თანამშრომლებისა და საჯარო მოსამსახურეების 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო,- ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება.

მათივე ცნობით, დასაქმებულებს გაფიცვისკენ პროფკავშირმა, Ver.di-მ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ხელფასის ზრდაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩაიშალა. პროფკავშირი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის (ADV) ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 3 400 ფრენა გაუქმდება, რაც 510 000 მგზავრის გეგმებზე აისახება.

გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლებების თქმით, პროფკავშირის მოთხოვნების განხორციელება შესაძლებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები