11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დააზიანა გზის საფარი.
ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება 11-13 მარტს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით.