თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447, – რეგიონებში არსებული განახლებული კოვიდვითარების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447, ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 254, გურია – 121, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 389, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693 საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 232, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 171.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში – 695, აჭარაში – 159, იმერეთში – 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი,  მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 40, იმერეთში – 26.

3 128 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 394 – თბილისში, 1 139 – აჭარაში.

4619 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 2.

სულ  6 ოქტომბრიდან – 27 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 107 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 902 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 28 645, პირი, აჭარაში – 7 103, იმერეთში – 4 486″, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები