სომხეთის პარლამენტში, სადაც ამ წუთებში ქვეყნის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი მინისტრთა კაბინეტის 5-წლიან პროგრამას წარადგენს, ცოტა ხნის წინ შეხლა-შემოხლა იყო.
ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ბადრაგს სასესიო დარბაზიდან დეპუტატ ანა მიკრტჩიანის გაყვანა დაავალა.
მანამდე, დეპუტატმა პრემიერს მიმართავდა და მისი შეცდომების ჩამოთვლა დაიწყო. მკრტჩიანმა ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ ქვეყნის პრემიერი სასესიო დარბაზში დაცვის დიდი რაოდენობით მივიდა.
ამის საპასუხოდ, ფაშინიანის მომხრე დეპუტატებმა დაიწყეს რეპლიკების სროლა, რაზეც მიკრტჩიანმა თქვა – “თქვენ ხართ კაპიტულანტის მომხრეები”.
პარლამენტის სპიკერმა მკრტჩიანს ჯერ მიკროფონი გამოურთო, შემდეგ მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროს, დეპუტატთა ჯგუფსა და დაცვას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ზოგიერთი კანონმდებელი ყვიროდა: “ნიკოლ, მოღალატე ხარ”.
აღსანიშნავია, რომ დღეს სომხეთის პარლამენტში საპროტესტო აქცია ჟურნალისტებმაც გამართეს, რომლებსაც, ახალი დადგენილებით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაადგილება შეუზღუდეს და კონკრეტული ლოკაციები გამოუყვეს.