კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 687, აჭარაში – 772, იმერეთში – 618
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარაში – 772, იმერეთში – 618, ქვემო ქართლში – 202, შიდა ქართლში – 175, გურიაში – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 247, კახეთში – 317, მცხეთა-მთიანეთში -59, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20. 3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 5.