მამუკა მდინარაძე: ჩვენ მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში შეთანხმებაში გაწერილი, პრაქტიკულად, ყველა პუნქტია ასახული
“ჩვენ მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში შეთანხმებაში გაწერილი, პრაქტიკულად, ყველა პუნქტია ასახული”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” საკუთარ კანონპროექტს გაიტანს და მსჯელობაც იქნება.
„ჩვენი კონსულტაციები შედეგიანი ვერ არის იქედან გამომდინარე, რომ მათ (ოპოზიციას) უნდათ საკუთარი ვერსიის გატანა. ჩვენს ვერსიაში რეალურად ასახული არის შეთანხმებაში გაწერილი პრაქტიკულად ყველა პუნქტი. მეტიც, კონვენციის ფაქტორი გავითვალისწინეთ, განზრახ მძიმე დაზიანებას საერთოდ არ ვახებთ და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის ის, რაც ჩაიწერა შარლ მიშელის შეთანხმებაში. იქედან გამომდინარე, ჩვენ გავიტანთ ჩვენს პროექტს. ამაზე იქნება მსჯელობა, კამათიც“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.