ამირან გამყრელიძე: ჩვენთან ძირითადად ცირკულირებს ბრიტანული შტამი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური ან ინდური შტამი გაჩნდეს, რა თქმა უნდა არსებობს

“ჩვენთან ძირითადად, 90-100 % ცირკულირებს ბრიტანული შტამი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური ან ინდური შტამი გაჩნდეს, ამის რა თქმა უნდა არსებობს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახლა პიკური პერიოდია.

“ბოლო 4 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ოდნავ დადებითობის მაჩვენებლის სვლა ქვემოთ. ახლა პიკურ პერიოდს გავდივართ და თანდათან ეს ყველაფერი უნდა შემცირდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა მაღალი გვაქვს ჯერჯერობით სამწუხაროდ.

ალბათობა მუტირებული შტამების გავრცელების, რა თქმა უნდა არის. გუშინდელი მონაცემებით, უკვე ბრიტანეთშიც გამოჩნდა ინდური შტამი, რომელიც კიდევ უფრო ადვილად ვრცელდება.

ჩვენთან ძირითადად, 90-100% ცირკულირებს ბრიტანული შტამი, თუმცა ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური ან ინდური შტამი გაჩნდეს, ამის რა თქმა უნდა არსებობს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები