რა უნდა ვიცოდეთ COVID-ვაქცინით აცრისთვის? – რეკომენდაციები აშშ-ის ექიმებისგან
აშშ-ში, ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატებით მიმდინარეობს.
ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ.
უნდა მოვერიდოთ თუ არა კონკრეტულ საჭმელს, სასმელს ვაქცინაციამდე? – ასეთი სახის შეზღუდვები არ არსებობს.
უნდა მივიღოთ თუ არა სიცხის დამწევი საშუალება? – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ღელავთ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების შესახებ, არაა რეკომენდირებული წინასწარ მედიკამენტის მიღება. დამატებით რეკომენდაციებს კი მიიღებთ სპეციალისტებისგან.
არის თუ არა საფრთხის შემცველი ის სივრცე, სადაც აცრის რიგს ელოდებით? – პანდემიის პირობებში, ინფიცირების საფრთხე არსებობს ყველგან. თუმცა, ვაქცინაციის ცენტრებში სივრცეები ისეა მოწყობილი, რომ ინფიცირების საფრთხე ნაკლებია.
რა ხდება მას შემდეგ, რაც აიცრებით კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით? – აცრის შემდეგ, ალერგიულ რეაქციებზე დაკვირვების მიზნით, 15-30 წუთს გაატარებთ ვაქცინაციის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რაც იშვიათი შემთხვევაა.
არის თუ არა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გვერდითი ეფექტების რისკის მატარებელი? – ადამიანთა დიდ ნაწილს, არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს აცრაზე.
რამდენად დაცული ვარ ვაქცინაციის შემდეგ? – ექიმების აზრით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ადამიანი გარკვეულწილად დაცულია ინფიცირებისგან, თუმცა, აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად.
რა დროა საჭირო იმისათვის, რომ ვაქცინამ დაიცვას ორგანიზმი? – ორგანიზმს სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ გამოიმუშავოს ანტისხეულები, რომელიც შემდგომში გვიცავს ინფიცირებისგან. სრულყოფილად არაა დაცული ადამიანი სანამ არ გავა 1-2 კვირა ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.
უნდა ვატაროთ თუ არა პირბადე აცრის შემდეგ? – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე.
როგორ მიმდინარეობს ვაქცინის პირველი დოზის მიღების პროცესი? – როგორც წესი, აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა ვაქცინაციის ცენტრში. სრული პროცესი გრძელდება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რაც მოიცავს, აცრის შემდგომ 15-39 წუთის მანძილზე მოცდას, რასაც აკვირდებიან ექიმები.
რა განსხვავებებია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებს შორის?- დღევანდელი მონაცემებით, ორივე ვაქცინა არის ერთნაირად ეფექტური. თუმცა, განსხვავებულია ვაქცინის მეორე დოზების მიღების შუალედი, Pfizer-ის შემთხვევაში ესაა 21 დღე, ხოლო Moderna-ს ვაქცინა კეთდება 28 დღის შუალედით.