მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში 7 ქუჩისა და შენობების რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას,
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დასრულდა შენობა-ნაგებობების ფასადების რესტავრაცია და გზის საფარის განახლება.
,,ამჟამად მიმდინარეობს განახლებული შენობებისა და შიდა ეზოებში მდებარე ნაგებობების გადახურვა.

ფასადების რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ასევე განახლდება ეზოები და გზის საფარი. ბათუმის მერიის თხოვნით, დამატებით 1.8 მეტრით გაფართოვდა სამანქანო გზა, რაც საგრძნობლად გაამარტივებს გადაადგილებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები