“მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, – ამის შესახებ „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ განაცხადა, – იტყობინება “გარდიანი”.
მისივე განცხადებით, მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს, კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.
„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება – ის მხოლოდ გაუარესდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.