ესპანეთში მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ტყის ხანძარმა 2 ადამიანი იმსხვერპლა

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში, ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ტყის ხანძარი კატალონიაში ევროპაში ჰაერის უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის ფონზე გაჩნდა.

ტორეფეტას რეგიონში ხანძარმა რამდენიმე ფერმა გაანადგურა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები