ლევან მაჭავარიანი: ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდება

„ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდება,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც გადავხედავთ „ენჯეო“ სექტორს, მდიდარ „ენჯეოებს“ რომ ვეძახით, ფაქტობრივად 100-ვე პროცენტი ექსტრემისტია. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან. სამწუხაროა ასევე, რომ ბრიტანეთის საელჩო აპირებდა „ტაბულას“ დაფინანსებას, ვინაიდან ქალბატონი ჩერგოლეიშვილია დამფუძნებელი. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოც ექსტრემიზმს აფინანსებდა. ექსტრემიზმი და ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი წერს, რომ ახლა ჯერი დონორებზეა და ექსტრემიზმის დაფინანსება უნდა შეწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები