მარაბდის ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ თეატრალურ წარმოდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაესწრო
მარაბდის ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით თეატრალური წარმოდგენა ,,მარაბდა 400″ გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად ესწრებოდა.
ინფორმაციას, თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.
,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, მარაბდის ველზე, 9 ძმა ხერხეულიძის მემორიალთან, მსახიობებმა, ესტრადის მომღერლებმა და მოცეკვავეებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს, რომლის ფარგლებშიც მარაბდის ომის ეპოქა გაცოცხლდა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას, ვეტერანი და მოქმედი ძიუდოისტები, მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის პრიზიორები ესწრებოდნენ. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ნაკრების წევრები, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრების წოდებით დაჯილდოვდნენ.
მარაბდობის სახალხო ღონისძიებას, რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, გიგა ნამიჭეიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძე, მერის მოადგილეები, ლია ზურებიანი, დევი მუხაშავრია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, კომპანია ,,არემჯის” კორპორაციული მენეჯერი, ზურაბ დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.