ბექა ფერაძე: ახალი კანონი საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი წლიდან სამუშაო ადგილებზე, უნებართვოდ მყოფი უცხოელი გამოვავლინოთ
„გასულ კვირას, პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი წლიდან სამუშაო ადგილებზე, მათ შორის უნებართვოდ მყოფი უცხოელი გამოვავლინოთ,“ – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„შრომითი მიგრაცია ფაქტობრივად ახალი მანდატია. გარკვეულწილად ვარეგულირებდით და გვქონდა შემოწმების მანდატი, მაგრამ ეს იყო შრომის კონტრაქტის შემოწმება უშუალოდ და რამდენად იყო ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან ბაზაში რეგისტრირებული. უკვე გასულ კვირას პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალი წლიდან სამუშაო ადგილებზე, უნებართვოდ მყოფი უცხოელი გამოვავლინოთ და შესაბამისი ნებართვის არმქონე პირის მიმართ გამოვიყენოთ ადმინისტრაციული სახდელი“, – აღნიშნა ფერაძემ.