ლევან მაჭავარიანი: გახარიას გუნდის წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ
,,გიორგი გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ, რადგან ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მუშაობაზე უარს როცა ამბობ, ამით შენივე ამომრჩეველს აყენებ შეურაცხყოფას.
„ამომრჩეველი ხმას როცა გაძლევს, პარლამენტში მისი ხმა და წარმომადგენელი უნდა იყოს. მუშაობის საშუალება გაქვს, სადაც შეგიძლია, ტრიბუნა გამოიყენო. ამაზე უარს როცა ამბობ, შენივე ამომრჩეველს აყენებ შეურაცხყოფას“, – განაცხადა მაჭავარიანმა.