“საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანის მოხმარებას არ ეხება, ცვლილებები მიმართულია მხოლოდ კულტივაცია-შენახვა-შეძენა-რეალიზაციაზე” – გორდულაძე

“საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანის მოხმარებას არ ეხება, ცვლილებები მიმართულია მხოლოდ კულტივაცია-შენახვა-შეძენა-რეალიზაციაზე”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მკაცრდება კანონმდებლობა მხოლოდ შეძენა-შენახვაზე.

„ადამიანებმა ტყუილების თქმას თავი დაანებონ. მკაცრდება კანონმდებლობა მხოლოდ შეძენა-შენახვაზე. კარგად გვახსოვს, გარედან დაფინანსებული პირების მიერ მარიხუანის თაობაზე კამპანია როგორი იყო. თითქოს ის, რომ ეს არის მსუბუქი ხასიათის ნარკოტიკული საშუალებაა და ადამიანზე გავლენას არ იწვევს, თუმცა ფაქტია, რომ ისეთი ნივთიერებებია უკანონო ბრუნვაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები