ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა რეკომენდებული არ არის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებული არ არის.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკი იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არსებული ეპივითარებიდდან გამომდინარე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ტიკარაძემ.