იმნაძე: რამდენიმე პრეპარატი კლინიკურ გამოცდებშია, ძალიან კარგი პრეპარატი აქვს კომპანია „გილიადს“, რომელმაც C ჰეპატიტის უფასო წამლებით მოგვამარაგა

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ანტივირუსული მედიკამენტის შექმნის ფარგლებში, რამდენიმე პრეპარატი კლინიკურ კვლევას გადის, რომ მათი ეფექტიანობა დადასტურდეს.

ამის შესახებ იმნაძემ „პირველი არხის“ გადაცემა „ახალ დღეში“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი პრეპარატი აქვს ამერიკულ კომპანია „გილიადს“, რომელმაც საქართველო C ჰეპატიტის უფასო წამლებით მოამარაგა.

„რამდენიმე პრეპარატი არის კლინიკურ გამოცდებში. კლინიკური კვლევა ეწოდება ამას, რომ დადასტურდეს მათი ეფექტიანობა. ეს არის ბევრი პრეპარატი, მათ შორის ანტიმალარიული გარკვეული პრეპარატები, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება.
ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი ამერიკული კომპანია არის „გილიადი“, რომელმაც „ცე“ ჰეპატიტის მთელი პროგრამა მომგვამარაგა უფასო წამლებით, „გილიადს“ აქვს ძალიან კარგი პრეპარატი, ვითვალისწინებთ რა ამ კომპანიისა და საქართველოს ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს , იმედი გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები