თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

თურქმა სამართალდამცველებმა, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 200 ათასი თურქული ლირის ღირებულების ოქროს ნაკეთობების მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სხვადასხვა მისამართზე კარების გასაღებების ასლებს ამზადებდა და დეტექტორის გამოყენებით, მისამართებზე საიუველირო ნივთებს პოულობდა.

ასე, მაგალითად, 11 იანვარს სტამბოლში საადვოკატო ბიუროდან 200 ათასი ლირის ღირებულების ოქროს სამკაულებია მოპარული.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებია: 41 წლის ზაურ გ; 34 წლის თემურ კ; 40 წლის ლაშა ა; 37 წლის ავთანდილ გ; 34 წლის შალვა დ; და 36 წლის გურამ გ.

ეჭვმიტანილების სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური მასალები, რომლებიც სეიფების და კარების გასატეხად გამოიყენებოდა, თუმცა მოპარული ოქრო ნაპოვნი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები