ვინ არის კლუბ „ბასიანის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი და „ნაცმოძრაობის” კადრი

„ვინ არის ღამის კლუბ “ბასიანის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი და რა აკავშირებს სააკაშვილის რეჟიმთან?! – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ვრცელ სტატიას სთავაზობს.

გამოცემის ინფორმაციით, კლუბ „ბასიანის“ წილები ასეა გადანაწილებული:
კლუბი „ბასიანი“ – წილები და მეწილეები:
აკაკი ხურციძე 50 %
ნიკო ნიკოლაძე 10 %
ნათია ორაშვილი 10 %
ზვიად გელბახიანი 10 %
ივანე გეთია 10 %
ვახტანგი გოცაძე 10 %”

ვინ არის აკაკი ხურციძე? – როგორც გაზეთი „ასავალ – დასავალი“ წერს, აკაკი ხურციძე მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩო ახალაიას კადრია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირს დღემდე ინარჩუნებს.

გამოცემის ინფორმაციით, აკაკი ხურციძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია.
2012 წლის 7 ივნისის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, აკაკი ხურციძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ხურციძის პერსონის თაობაზე ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ „ბასიანის“ 50 პროცენტიანი წილის მფლობელი საჯარო სივრცეში აქტიურობით არ გამოირჩევა, სხვა მეწილეებისგან განსხვავებით. მაშინ როდესაც, 10 პროცენტიანი წილის მფლობელები საჯარო აქტიურობით გამოირჩევიან და ყოველდღე ტელეეთერებით ჩნდებიან.

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერთან, სამხედრო ანალილიტიკოსთან დავით ნემსაძეზე დაყრდნობით, წერს, რომ აკაკი ხურციძე ნაციონალური მოძრაობის კადრია და დღემდე ინარჩუნებს კონტაქტს.

„მე, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერსა და სამხედრო ანალიტიკოსს, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხურციძე თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროს შავი ფულის გათეთრებასა და ავღანურ ნარკოტრაფიკთან იყო დაკავშირებული“, – აცხადებს დავით ნემსაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები