„ქისტებმა სისხლის აღება გადაწყვიტეს, ახალაიას ურჩევნია, ციხეში დარჩეს“

იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელი მათე ციხესაშვილი აცხადებს, რომ ვაინახები ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების გაჭიანურებით დაიღალნენ და უხუცესებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ციხესაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, ლაფანყურის ტრაგედიისთვის სასჯელს არავინ იხდის, ამიტომ გადაწყვიტეს უხუცესებმა, რომ დაუწერელი კანონებით იმოქმედონ. ციხესაშვილის ინფორმაციით, სისხლის აღების პროცესი დაწყებულია. შურისმაძიებლები არავის შეუთანხმდებიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ.
„ლაფანყურის ტრაგედიისთვის სასჯელს ვინ იხდის? მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის ციხეში და ისიც სხვა ბრალდებებით. აი ამიტომ მიიღეს უხუცესებმა გადაწყვეტილება, რომ დაუწერელი კანონებით იმოქმედონ. სისხლი უნდა აიღონ. პატიება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები იტყვიან, ვაპატიოთო. სისხლის აღების პრობლემა უკვე დაწყებულია. ისინი არავის შეუთანხმდებიან და თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ბაჩო ახალაიამ, რომელიც ციხეში დიდ გულზეა, იცის, რომ ყველაზე მეტად ახლა იქ ყოფნა აწყობს, რადგან გარეთ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა… სხვათა შორის, მისი პირველი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ავიდა პანკისის ხეობაში და უხეუცესებს შეხვდა. მათ წინაშე პასუხისმგებლობის მოხსნა უნდოდა და ასეთი რამ უთხრა – ვეხვეწებოდი ბაჩო ახალაიას, ცეცხლი არ გაეხსნა, მაგრამ შეჩერება ვერ შევძელიო“,- აცხადებს იჩქერიის მთავრობის წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები