შალვა პაპუაშვილი ბარათაშვილის ხიდზე არსებული პლაკატის დაზიანებაზე: ასეთ პლაკატებს ხევს ის, ვინც თავს მონად მიჩნევს და სხვების წინაშე ცალ ფეხზე დგება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,
თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე არსებული პლაკატის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, მონებს არ მოსწონთ მიმართვა, როდესაც არ არის მონობაზე თანხმობა. მონას ეს თვალში ეჩრება და ამიტომაც ხევს [ბანერებს] ის, ვინც თავს მონად მიიჩნევს და სხვების წინაშე ცალ ფეხზე დგება. მისთვის ეს შემაწუხებელია და ამიტომაც ხდება ბრძოლა ასეთი ღირებულებების მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი, წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები