გიორგი ვოლსკი სამადაშვილის განცხადებაზე: თავის პატრონებს აჩვენებს თავს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი არ არის რას ითხოვენ ოპოზიციის მხარდამჭერები, მთავარია რა სურს ევროპას.
,,სალომე სამადაშვილი უბრალოდ ცდილობს დაანახვოს ამ ხალხს, ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ ქვეყნის სათავეში მორჩილი მარიონეტები მოვიდნენ, რომ თვითონ ჯობია სხვას, თვითონ მეტი უნარი აქვს პროცესის დესტაბილიზაციის განვითარების.
თავის პატრონებს აჩვენებს თავს, თორემ რეალურად არც საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება და, რასაკვირველია ევროკავშირშიც არ არის ცალსახა დამოკიდებულება, თუ არ ჩავთვლით ევრობიუროკრატიას, რომელსაც საკმაოდ მყარად უჭირავს მართვის სადავეები ხელში“, – აღნიშნავს ვოლსკი.