ჩინეთი და აშშ ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი შემდეგი 90 დღის განმავლობაში, ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ,- ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა, მოგვიანებით კი პეკინმა დაადასტურა.

“ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გვსურს და ვფიქრობ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არცერთ მხარეს არ სურს” – თქვა ბესენტმა 12 მაისს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 145%-იან ტარიფს 30%-ით შეამცირებს, ხოლო პეკინი ამერიკულ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 125%-იან ტარიფს – 10%-ით.

მედიის ცნობით, ჟენევის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაძაბულობების შემსუბუქების პირველი ნიშანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები