რუსული დრონებით მორიგ შეტევას უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა განახორციელეს, რა დროსაც 108 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს,- ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო ენერგეტიკოსების ავტომანქანაზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები და იყო ხანძარიც.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში პირადად დაელოდება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები