ზუგდიდში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შუახნის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაშვებულს ამ წუთებში სამედიცინო დახმარება უტარდება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები