შსს-მ დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – ვიდეო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული მ.ქ. ზუგდიდში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული 3 პისტოლეტი და 45 ვაზნა, ხოლო მისი კუთვნილი სამონადირეო მაღაზიიდან – „სტრანგერის“ მოდელის 2 სანადირო თოფი, მარკირებისა და ნომრის გარეშე, ასევე, 224 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).