შსს-მ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. ნინოწმინდაში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების“ გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები