მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში: ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში
ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც არაკანონიერად უკავია ქვეყნის ტერიტორიის 20%.
„ამ პირობებში ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ფორმატებში გამორიცხულია. რუსეთი მთავარი გამოწვევაა. საქართველომ უნდა იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.