პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც რედაქცია წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში უკრაინელებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას განიხილავს.
„მესმის – იყო “ბარანი”, გიყვარდეს – “ბარანად” ყოფნა, მაგრამ – ამ დონეზე?”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ეხებოდეს როგორც უკრაინაში სიტუაციის გაუარესების შემდგომ აშშ-ში გადასახლებულ უკრაინელებზეც, ასევე მათზე, ვინც დიდი ხანია შტატებში იმყოფება.
„აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 240 000 უკრაინელისთვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმების შესაძლებლობას – იუწყება გამომცემლობა Reuters. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ეხებოდეს როგორც მათ, ვინც უკვე დიდი ხანია იმყოფება ქვეყანაში, ასევე მათ, ვინც ახლახან ჩავიდა ამერიკაში უკრაინაში სიტუაციის გაუარესების გამო. ამ ადამიანებს ვურჩევდი მადლობა გადაუხადონ იმ “მწყემსებს”, ვინც ისინი ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო “მაიდანზე” გამოიყვანა. მესმის – იყო “ბარანი”, გიყვარდეს – “ბარანად” ყოფნა, მაგრამ – ამ დონეზე?”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები
კომენტარი