ორთაჭალაში, ტრაქტორის დაგორების შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ „ნიუ ჰოსპიტალში“ დაუდასტურეს.
დაშავებულს ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 5 მარტს, ბეჟან კალანდაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი და 3 ავტომობილი დაშავდა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.