მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე
,,დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ხოლო მათგან პირველი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება ევროკავშირთან დაძაბულობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.
„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში […] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა მინისტრმა.