ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ქალი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ელზა მ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, საკუთარი ავტომანქანით რუსთავიდან ხაშურის მიმართულებით გადაადგილებისას, გომში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ, დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას, 14 ამპულა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღო. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები