“ირაკლი ალასანია და გიგა ბოკერია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“

გაზეთი “ქრონიკა +“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანია და “ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მოლაპარაკებებს აწარმოებენ. როგორც გაზეთი წყაროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრები, ძირითადად, თურქეთში მიმდინარეობს და არც ისაა გამორიცხული, რომ ამ პროცესს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
“ირაკლი ალასანიასა და გიგა ბოკერიას შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადავიდა. როგორც გვეუბნებიან, შეხვედრები, ძირითადად, თურქეთში მიმდინარეობს და არც ისაა გამორიცხული, ამ პროცესს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. თუ კონფიგურაცია ასე დალაგდა, მაშინ შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტში ახალი უმრავლესობა გამოჩნდება, რომლის სამიზნეც პრემიერი ღარიბაშვილი იქნება. ირაკლი ალასანიას კარგი საგარეო კავშირები აქვს, მაგრამ ქვეყნის შიგნით მას რეიტინგი ნამდვილად სჭირდება. თუ ადგილობრივ არჩევნებამდე თეა წულუკიანი და არჩვენების შემდეგ ირაკლი ალასანია თანამდებობებიდან გაუშვეს, გამორიცხული არ არის ირაკლი ალასანია “ქართული ოცნების“ ირაკლი ოქრუაშვილი გახდეს“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები