კონცერტი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში, 22 მარტს სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერლების კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ: სოპრანო მარიმ ნაჭყებია, მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, ტენორი ოთარ ჯორჯიკია, იტალიაში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიხეილ ქირია და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ – კულტურული ცენტრის ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.