“ნოდარ მელაძის გადაცემაში საოცრება ხდება, როცა, პერიოდულად, რაღაც ფურცელზე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს საიდუმლო სეიფიდან აქვს მოპოვებული” – ნიკოლეიშვილი

“ნოდარ მელაძის გადაცემაში საოცრება ხდება, როცა, პერიოდულად, რაღაც ფურცელზე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს(Гру-ს) საიდუმლო სეიფიდან აქვს მოპოვებული”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საიდან და როგორ ახერხებს ხოლმე, სეიფიდან როგორ იპარავს, თუ …პირადად რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსი, რუსი გენერალი აძლევს ამ საოცარ დოკუმენტებს?!.

ახლა ნოდარ მელაძეს თუ რუსეთის გენშტაბიდან საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვს, არჩევნების გაყალბების სქემებს ვერ გაშიფრავდა?! თუმცა, აქ მართლა ზედმეტი მოუვიდა, ამ მავნებელ ფანტაზიორს: „სკანდალურ“ სიუჟეტში ურთიერთგამომრიცხავ „ფაქტს ” აღწერს, მკვდარ სულების ხმებია მიცემულიო, ამომრჩეველს ფული მისცესო ანუ მკვდრებსო. თუ ამომრჩეველი მკვდარი სული იყო, შესაბამისად გარდაცვლილია და ფული ვის მისცეს გარდაცვლილებს? სად, როგორ და ვინ მისცა? და ვისაც ფული მისცეს, მერე მოკლეს თუ ხმის მიცემამდე? ისე, ფულის მიცემამდე გარდაცვლილებთან რაღაც კომუნიკაციაც ხომ უნდა ყოფილიყო, მაგალითად თანხაზე და სასურველ თუ საჭირო პარტიაზე ხმის მიცემაზე შეთანხმება. ორივე ერთად ერთი და იგივე შემთხვევებში რანაირადაა შესაძლებელი, სენსაციური ტერმინების დაბრეხვების სურვილმა, ნოდარ მელაძის გადაცემის შემკვეთ-შემქმნელებს საღი აზრი აღარ დაატანინა სიუჟეტზე? ძალიან მაგრად არიან აჭრილები და სერიოზულად ბოდიალობენ, ალბათ ბოლოს იტყვიან ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენ მოგვიყვა მიცვალებულმაო”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები