“ბოლო დროს გერმანიამ მოუხშირა საქართველოსთვის მორალის კითხვას; მორალს გვიკითხავს ერი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცილი ადამიანების ტყავისგან ქალის ხელჩანთებს ამზადებდა” – ანჯაფარიძე

“შეიძლება, ძალიან მკვეთრი შეფასება გამომდის, მაგრამ უთქმელობაც არ გამოდის.  ბოლო დროს გერმანიამ მოუხშირა საქართველოსთვის მორალის კითხვას. ვინ გვიკითხავს ჩვენ მორალს? ერი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცილი ადამიანების ტყავისგან ქალის ხელჩანთებს ამზადებდა, ხოლო მათი ცხიმისგან კი – საყოფაცხოვრებო საპონს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს, რითაც გერმანიის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

“ეს ყოველივე ნიურნბერგის პროცესზე დამტკიცდა”, – წერს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები