“ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა, თურმე ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული გზა” – კირცხალია

“ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიდან გვესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობა და შავი ფულის ტრიალი არის ქვეყნის ევროპული გზა, თურმე ლგბტ პროპაგანდა არის ევროპული გზა”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

დეპუტატი დასავლეთის მხრიდან გამჭვირვალობისა და ლგბტ კანონების გაწვევის მოთხოვნას გამოეხმაურა.

„მაქსიმალურად დიპლომატიურად და კორექტულად ვეუბნებოდით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოდით, ვიმსჯელოთ, რომელ მუხლთან გაქვთ რაიმე პრეტენზია, იქნებ გვითხრათ ასეთ განცხადებებს რომ აკეთებთ, რომელ კანონში, რომელი კონკრეტული მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს ევროინტეგრაციის გზაზე, ამაზე პასუხს ვერ ვისმენთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები