ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც reuters-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტ ბაიდენის მიწვევით, ბაიდენი და არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს შეხვდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები