“დავდექი იქ, სადაც უნდა დამდგარიყო თითოეული ღირსეული ქართველი” – ვარლამ ლიპარტელიანი
„ყველამ ნახა, რამდენი ცნობილი ადამიანი კულტურისა და სპორტის სფეროდან მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, იმ გუნდს, რომელმაც ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოიტანა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანი „ქრონიკაში“ ისაუბრა.
”ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ მეც დავდექი იქ, სადაც უნდა დამდგარიყო თითოეული ღირსეული ქართველი. დავდექი იმ მშვიდობის სადარაჯოზე და იმ გზაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
მე ვნახე სახეცვლილი სამგორი. ვნახე უამრავი გაკეთებული სკვერი, უამრავი კეთილმოწყობილი სივრცე. შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს, საიდანაც ყოველთვის დადებითი მუხტით ვბრუნდებოდი. ხალხისგან ვგრძნობდი იმ სულისკვეთებას, რომ ყველა მოწოდებული იყო მშვიდობაზე. ძალიან დიდი ნდობა დაიმსახურა „ქართულმა ოცნებამ“და ამან განაპირობა წარმატება“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.