“მინდა, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით” – კირცხალია

“მინდა, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად, ძალიან მეგობრულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“, კარგად იციან და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და, მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს”, – ამის შესახებ  „ქრონიკაში“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„რაც შეეხება ულტიმატუმის პათოსს, როგორც არის დაყენებული ეს ორი პირობა, მინდა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს ძალიან კორექტულად, ძალიან მეგობრულად შევახსენო, რომ 2012 წლიდან „ქართულ ოცნებას“, კარგად იციან და საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ არასდროს უვაჭრია ღირსებით, არც სუვერენიტეტით და მით უმეტეს, არც იმ ნდობის მანდატით, რომელსაც ხალხი უცხადებს და ქართული საზოგადოება უცხადებს 2012 წლიდან. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მილიონ 120 ათასმა ადამიანმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი. დაგვიჭირა მხარი ერთი ყველაზე მთავარი პრინციპის გამო, იმ პრინციპის, რასაც ჰქვია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა და რასაც ჰქვია ამ ქვეყნის ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის დაცვა, ღირსების დაცვა და მშვიდობა.

დამერწმუნეთ, ამ პოლიტიკას, რასაც ვაწარმოებთ, ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია ეს ორი კანონიც, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამ საზოგადოებამ, ამ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ეს ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად აცნობიერებს და ძალიან კარგად ხედავს. მოდით ახლა გავყოთ ეს ორი კანონი. დავიწყებ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით. ბევრჯერ ვუთხარით, წინასაარჩევნოთაც ვეკითხებოდით, ვეუბნებოდით და მოვუწოდებდით, რომ არ იცოდნენ რა იყო საზოგადოების რეალური დაკვეთა. ყოველთვის ვეუბნებოდით, მათ შორის ამ ეთერიდანაც მაქვს ნათქვამი, რომ ვერ აუხსნი ქართველს როგორ შეიძლება ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს ქვეყნის და განსაკუთრებით საქართველოს ევროპული გზა. ეს არ არის ევროპული ღირებულებები ხომ? დამერწმუნეთ, დროებით ბიუროკრატიებს ევროკავშირში, ჩვენ, ჩვენი ქვეყნის კურსს, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ განვითარებას, ჩვენს იდენტობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ.

ეჭვი მაქვს, ზოგად სულისკვეთებაზეა საუბარი, იმიტომ, რომ კანონის ინიციირების დღიდან ჯერ გახსოვთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი და ბოიკოტსაც თავისი სახელი დავარქვით. ეს იყო შენიღბული ბოიკოტი იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ ეტყოდნენ, ეს არის კარგი და ამაზე გადის ქვეყნის ევროპული გზა. ნელ-ნელა დაიწყეს უკვე შემდეგ ნიღბების ჩამოხსნა, გარე განცხადებები. განსაკუთრებით გერმანიიდან მახსოვს ეს განცხადებები, რომ თურმე ეს ადამიანს რაღაც უფლებებს ზღუდავდა და ადამიანის უფლებებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში”, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები