კირცხალია – გერმანიის საელჩოზე: მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს.

“მიხედონ თავიანთ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. ჩვენთან იმეგობრონ, ამისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გერმანიის საელჩოს განცხადება შეაფასა.

„რაც შეეხება გერმანიას, თავის დიდი პრობლემები აქვს. კოალიცია დაეშალათ და, როგორც ვიცი, ახლა მარტში უწევთ უკვე არჩევნები. ვიმედოვნებ, მშვიდობიანად ჩაატარებენ ამ არჩევნებს. ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი გვაქვს.

რაც შეეხება რევოლუციის ხსენებას ამ ისტორიული დღის გამოხმაურებასთან, ეს ვინ როგორ გაიგოო, ოპოზიციამ როგორ გაიგო თქვენ თვითონ აღნიშნეთ ხომ? ძალიან გულწრფელად ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის პოზიცია. დაველოდოთ ეს მათ რიგგარეშე არჩევნებზეც გამოჩნდება. მოვუწოდებდი მათ, რომ თუ რამე რევოლუციები სწყურიათ, რაღაც სცენარების წერა სწყურიათ, შეუძლიათ ძალიან მარტივად თავიანთ ქვეყანაში იზრუნონ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ, რომ მშვიდობით ჩაატარონ ის რიგგარეშე არჩევნები.

მოკლედ, ამით შემოვიფარგლები. მიხედონ თავის ქვეყანაში ძალიან სერიოზულ შიდა პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ წლიდან წლამდე რეცესიით ასრულებს და ყველაზე დიდ ქარხნებს მიხედონ თავიანთ ქვეყანაში. თავიანთ ეკონომიკას მიხედონ და თავიანთ პოლიტიკურ სპექტრს მიხედონ. ჩვენთან იმეგობრონ და იპარტნიორონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები