ნინო ბურჯანაძის პარტია შესაძლოა ქდმ-სთან გაერთიანდეს

  “ქრისტიან დემოკრატები” შესაძლოა ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიულ მოძრაობასთან” გაერთიანდნენ.
როგორც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იუწყება, პრტიები შესაძლოა წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ.
“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი საკუთარი პარტიისთვის სახელწოდების შეცვლასაც არ გამორიცხავს.
“შესაძლოა, გარკვეულ ინტეგრაციას მოყვეს ისეთი პროცესები, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სახელწოდებები შეეცვალოთ. ეს ადამიანები ერთიანდებიან გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ნინო ბურჯანაძეს ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც გარკვეულწილად მოვიაზრებთ იმ კოალიციურ ერთობაში”, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები