“ომის დრო პირველი ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი გარბოდა“

 “ჩვენდა სამწუხაროდ, აგვისტოს ომის დროს პირველი ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი გარბოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა.
“პირველი, ვინც გარბოდა, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს იყო ქვეყნის მთავარსარდალი და ამის კადრები არსებობს. ეს ნახა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, არამედ მსოფლიოს საზოგადოებამ, რომლის ყურადღებაც იმ პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული. არ ვიცი, სად გარბოდა,  თვითმფრინავის ხმის შეეშინდა, ეტყობა ,დაბომბვა იწყებოდა და ბატონი კუშნერი მიატოვა იქ, გაოცებული სახით, და ვნახეთ ეს კადრები. ჩვენ ასევე ვნახეთ მიტოვებული მოსახლეობა, რომელიც შველას ითხოვდა და ხელისუფლებიდან არავინ იყო ისეთი, ვინც ამ ხალხს ყურადღებას მიაქცევდა. უკვე 12 აგვისტოს, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ჩვენ ვნახეთ მიტოვებული, დაუმარხავი ჯარისკაცები, და რომ არა საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, რომელიც შევიდა სასულიერო პირებთან ერთად, მიტოვებულნი იყვნენ ომში მონაწილე ადამიანები, რომლებიც უპატრონოდ ეყარნენ. ყველაზე მძიმე კადრები ეს არის, და თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ მოსახლეობას, რომელიც იქ მიტოვებული იყო ღვთის ანაბარა და იმ ოჯახებს, რომლებსაც დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი აქვთ“, -განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები