გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზეს

თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი შესთავაზეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
თამარ ბერუჩაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამ ეტაპზე უცნობია დათანხმდება თუ არა საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ახალ შემოთავაზებას.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
ღარიბაშვილმა ეკონომიკის ახალ მინისტრად თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა.
რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას თამარ ბერუჩაშვილი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამას გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები