ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ასევე განთავსებულია პრემიერის ბრძანებები გიორგი კვირიკაშვილის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გამოსცა ბრძანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან თამარ ბერუჩაშვილის გათავისუფლების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ასევე განთავსდა პრემიერის ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები